Accessibility links

სულ ცოტა 6 ადამიანი დაიღუპა


სულ ცოტა 6 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაიჭრა დღეს ერაყის ქალაქ ტელ-აფარში, ჯარში რეკრუტირების ცენტრთან მომხდარი აფეთქების შედეგად.

სულ ცოტა 6 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაიჭრა დღეს ერაყის ქალაქ ტელ-აფარში, ჯარში რეკრუტირების ცენტრთან მომხდარი აფეთქების შედეგად.
ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ქალმა აამოქმედა. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა "ალ-ყაიდის" ადგილობრივმა დაჯგუფებამ აიღო. რამდენიმე დღის წინ ტელ-აფარში დასრულდა ამერიკისა და ერაყის ჯარების ერთობლივი სამხედრო ოპერაცია. დაკავებულია 500-ზე მეტი მეამბოხე. შეერთებული შტატების შტატების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა რიჩარდ მაიერსმა კომენტარი გაუკეთა ერაყში "ალ-ყაიდის" რიგით მეორე პირის, აბუ აზამის მოკვლის ფაქტს. მაიერსის აზრით, აზამის სიკვდილი დაასუსტებს მეამბოხეებს, მაგრამ გადამწყვეტ დარტყმას ვერ მიაყენებს მათ ორგანიზაციას, რომელსაც აბუ მუსაბ ზარყაუი უდგას სათავეში. აბუ აზამი კვირას იქნა მოკლული ბაღდადში ჩატარებული ოპერაციის შედეგად.
XS
SM
MD
LG