Accessibility links

საქართველოში დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით


საქართველოში დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ტარია ჰალონენი.

საქართველოში დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ტარია ჰალონენი.
ფინელ სტუმარს აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და ეკონომიკური განვითარების მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე დახვდნენ. ფინეთის პრეზიდენტი დღესვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს. ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დღეს გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ მცხეთაში გაემგზავრა. ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ტარია ჰალონენი საქართველოს 29 სექტემბერს დატოვებს.
XS
SM
MD
LG