Accessibility links

ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ტარია ჰალონენმა


ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ტარია ჰალონენმა ხუთშაბათს დაასრულა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი

ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ტარია ჰალონენმა ხუთშაბათს დაასრულა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი
და თბილისიდან გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ჰალონენი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს. შეხვედრებისას მხარეებმა საქართველოსა და ფინეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. ოთხშაბათს დღის მეორე ნახევარში ტარია ჰალონენმა გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი, ასევე, დაათვალიერა თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობები. ფინეთის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი თავის ქვეყანაში მიიწვია ოფიციალური ვიზიტით.
XS
SM
MD
LG