Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირი სანქციების დაწესებას აპირებს


ევროპის კავშირი სანქციების დაწესებას აპირებს უზბეკეთისთვის. ჩვენი კორესპონდენტი ბრიუსელიდან იტყობინება,

ევროპის კავშირი სანქციების დაწესებას აპირებს უზბეკეთისთვის. ჩვენი კორესპონდენტი ბრიუსელიდან იტყობინება,
რომ ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, როგორც ჩანს, ორშაბათს გამოაცხადებენ უზბეკეთის მიმართ სანქციების შესახებ. დიპლომატები უკვე აცხადებენ, რომ სანქციები მოიცავს აკრძალვას უზბეკეთში იარაღის, სამხედრო და სხვა სახის მოწყობილობის ექსპორტზე. ანუ ყველაფერ იმაზე, რაც ტაშკენტმა შინაური რეპრესიებისთვის შეიძლება გამოიყენოს. ევროპის კავშირი ამგვარად პასუხს სცემს უზბეკეთის ხელისუფლების უარს, დაუშვას ანდიჟანის მაისის მოვლენების დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება.
XS
SM
MD
LG