Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინური დაჯგუფება "ალ აქსას მარტვილთა


პალესტინური დაჯგუფება "ალ აქსას მარტვილთა ბრიგადები" აღარ აპირებს ისრაელთან ზავის დაცვას.

პალესტინური დაჯგუფება "ალ აქსას მარტვილთა ბრიგადები" აღარ აპირებს ისრაელთან ზავის დაცვას.
ამის შესახებ დღეს განაცხადა დაჯგუფების წარმომადგენელმა ზაქარია ზუბეიდიმ მას მერე, რაც ისრაელის ჯარებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მოკლეს სამი მებრძოლი. მათ შორის ერთი "მარტვილთა ბრიგადების" აქტივისტი იყო. ისრაელი ერთი კვირაა ატარებს ოპერაციას პალესტინელ ექსტრემისტთა წინააღმდეგ. ეს არის პასუხი პალესტინელთა მიერ ისრაელის დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ სარაკეტო იერიშზე. პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა დღეს განაცხადა, რომ, ამჟამინდელი გამწვავებული ვითარების მიუხედავად, კვლავაც ერთგული რჩება საერთაშორისო სამშვიდობო გეგმისა, რომელიც "საგზაო რუკის" სახელითაა ცნობილი.
XS
SM
MD
LG