Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების


საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში გიორგი ხაინდრავა აცხადებს,

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში გიორგი ხაინდრავა აცხადებს,
რომ თბილისი ქართულ-ოსური კონფლიქტის საკითხებზე ძველი ფორმატით მოლაპარაკებების გაგრძელებას ვაღარ შეძლებს. ხაინდრავამ “ინტერფაქსის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული მოლაპარაკებების შედეგები შეაჯამა და განაცხადა, რომ საქართველოს მხარე ასეთ პირობებში მოლაპარაკებების გაგრძელებას ვერც შერეული საკონტროლო კომისიის და ვერც სამშვიდობო ოპერაციების ამჟამად არსებული ფორმატის ფარგლებში ვერ შეძლებს. მისი თქმით, საქართველოს მხარე ყველაფერს გააკეთებს აღნიშნული ფორმატების რადიკალურად შესაცვლელად, მით უფრო, რომ რუსეთი ღიად აფიქსირებს სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერას და არ სრულდება მიღწეული შეთანხმებები.
XS
SM
MD
LG