Accessibility links

logo-print

ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, ამნესტი


ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, ამნესტი ინტერნეიშენალმა, ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების

ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, ამნესტი ინტერნეიშენალმა, ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების
ლიდერებს რუსეთის მიმართ სიმკაცრის გამოვლენისკენ მოუწოდა. ევროკავშირის წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინს მომავალ კვირას უნდა შეხვდნენ. ამნესტი ინტერნეიშენალმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც რუსეთის მხრიდან ჩრდილოეთი კავკასიის რეგიონში ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევებზეა საუბარი. ორგანიზაციის თქმით, ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ადგილი აქვს რუსეთის წარმომადგენლების მხროდან განხორციელებულ წამებას, ადამიანების გატაცებას და უკანონო დაკავებას.

ევროკავშირის და რუსეთის სამიტი ლონდონში სამშაბათს იგეგმება. სამიტს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტონი ბლერი უხელმძღვანელებს.

ამნესტის თქმით, ბლერი ვალდებულია პუტინს უთხრას, რომ "წამებას და ადამიანების უკვალოდ გაქრობას გამართლება არ აქვს, და მსგავსი ქმედებები უნდა აღიკვეთოს".
XS
SM
MD
LG