Accessibility links

logo-print

რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ვლადიმერ

რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ვლადიმერ კოლესნიკოვმა, ბესლანის საქმის ირგვლივ ახალი მონაცემების გაჩენაზე ისაუბრა. კოლესნიკოვის თქმით, მოწმეების ჩვენებები არ ადასტურებს ადრე გავრცელებულ ვერსიას იმის შესახებ, რომ თავდამსხმელებს იარაღი სკოლაში წინასწარ ჰქონდათ შეტანილი, და რომ მათთან სკოლის დირექტორი თანამშრომლობდა.

[კოლესნიკოვის ხმა]: გამოძიების მხარემ ექსპერიმენტი ჩაატარა იმის სანახავად, ჩაეტეოდა თუ არა იმ სატვირთო მანქანაში 32 შეიარაღებული თავდამსხმელი. ექსპერიმენტის შემდეგ დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ დარწმუნდნენ – ჩატევა შესაძლებელია, მაგრამ მოძრაობის დროს ისინი უკიდურესად მოუხერხებლად იგრძნობდნენ თავს.

განაცხადა კოლესნიკოვმა, რომელიც ვლადიკავკაზში მას შემდეგ იქნა მივლენილი, რაც ბესლანის ტრაგედიის მსხვერპლთა ახლობლების ერთმა ნაწილმა პრეზიდენტ პუტინს გამოძიების
მიმდინარეობის შესახებ საჩივრით მიმართა.
XS
SM
MD
LG