Accessibility links

logo-print

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გია


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გია ქავთარაძის განცხადებით, ხუთივე საარჩევნო ოლქის ორას ოცდასამივე უბანი კანონის შესაბამისად ზუსტად საღამოს 8 საათზე დაიხურა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გია ქავთარაძის განცხადებით, ხუთივე საარჩევნო ოლქის ორას ოცდასამივე უბანი კანონის შესაბამისად ზუსტად საღამოს 8 საათზე დაიხურა.


დღის განმავლობაში სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან ვრცელდებოდა ცნობები საარჩევნო სიებში არსებული ხარვეზების შესახებ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა ტყიბულში იყო – იქ არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 56% გამოცხადდა. ისანში არჩევნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლების 22 პროცენტი მივიდა; ბათუმში 21%; ქობულეთში 38%, ხოლო შუახევში 52 პროცენტი.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ცოტა ხნის წინ არჩევნების წინასწარ შედეგები ასე შეაფასა:

[სააკაშვილის ხმა]: რაც შეეხება არჩევნებს, რამდენადაც ვიცი, ნაციონალურმა მოძრაობამ, ესე იგი, ჩვენმა კანდიდატებმა – ყველაფერი არ არის დათვლილი, მაგრამ რაც არის – მოიპოვეს სრულიად დამაჯერებელი გამარჯვება, უჩვეულოდ დიდი ანგარიშით.

პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ამომრჩევლის მაღალი აქტივობა მოსახლეობის მაღალ პოლიტიკურ აქტივობაზე და ქვეყნის განვითარების გზით დაინტერესებაზე მეტყველებს.
XS
SM
MD
LG