Accessibility links

logo-print

ინდონეზიის კურორტ ბალის ტურისტულ სანაპიროზე

ინდონეზიის კურორტ ბალის ტურისტულ სანაპიროზე კოორდინირებული აფეთქებები განხორციელდა. ადგილობრივი საავადმყოფოების თანამშრომლების ცნობით, აფეთქებებს სულ მცირე 25 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გარდაცვლილებს შორის უცხოელი ტურისტებიც არიან. სულ მცირე ასი ადამიანი დაჭრილია.

აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

ინდონეზიის პრეზიდენტის, სუსილო იუდოუნოს განცხადებით, აფეთქება ტერორისტებმა მოაწყვეს. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ტერორისტებს დააპატიმრებს და პასუხს აგებინებს.

ზუსტად სამი წლის წინ, 2000 წლის ოქტომბერში, ბალიში განხორციელებულ აფეთქებებს 200 ადამიანზე მეტი შეეწირა. გარდაცვლილების უმრავლესობა ავსტრალიელი იყო. მაშინდელ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა დაჯგუფებამ აიღო.
XS
SM
MD
LG