Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო არჩევნებამდე 5 კვირით ადრე


საპარლამენტო არჩევნებამდე 5 კვირით ადრე, აზერბაიჯანის პოლიციამ ბაქოში სცემა და დააპატიმრა ოპოზიციური ორგანიზაცია "აზადლიქის" ("თავისუფლება") აქტივისტები და ამით საპროტესტო აქციის გამართვა აღკვეთა.

საპარლამენტო არჩევნებამდე 5 კვირით ადრე, აზერბაიჯანის პოლიციამ ბაქოში სცემა და დააპატიმრა ოპოზიციური ორგანიზაცია "აზადლიქის" ("თავისუფლება") აქტივისტები და ამით საპროტესტო აქციის გამართვა აღკვეთა.
პოლიციამ გზა გადაუკეტა და დაარბია ათასობით ადამიანი, რომელიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად ბაქოს ცენტრალური მოედნისკენ მიდიოდნენ.

ოპოზიციური ორგანიზაციის, "აზერბაიჯანელი ხალხის ფრონტის" წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ პოლიციას ათობით აქტივისტი ჰყავს დაკავებული.

თანასწორობის პარტიის ორი ლიდერი სხეულის დაზიანებების გამო საავადმყოფოშია მოთავსებული.

საღამოს პოლიციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომ დაკავებულია 34 აქტივისტი. მათ აქციის მონაწილეების ქცევას "აგრესიული" უწოდეს და განაცხადეს, რომ 9 პოლიციელია დაშავებული.

აზერბაიჯანის ოფიციალური სტრუქტურები ოპოზიციის გამოსვლებს მთავრობის საწინააღმდეგო "პროვოკაციებს" უწოდებს და აცხადებს, რომ მათი აღკვეთის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში ძალა იქნება გამოყენებული.
XS
SM
MD
LG