Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქვეყნის


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქვეყნის მთავრობის სახელით, ერაყელ ხალხს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქვეყნის მთავრობის სახელით, ერაყელ ხალხს
კონსტიტუციის შემუშავების პროცესის დასრულებას ულოცავს. საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ კონსტიტუციაზე მუშაობის დასრულება არის კიდევ ერთი ნაბიჯი თავისუფალი, წარმატებული და დემოკრატიული ერაყის მშენებლობის გზაზე. "პოლიტიკური პროცესი განახლებული და თავისუფალი ერაყისთვის ახალ, მნიშვნელოვან ეტაპს უახლოვდება. ჩვენ ერაყელი ხალხის გვერდით ვიდგებით მაშინაც, როცა ისინი მნიშვნელოვან არჩევანს გააკეთებენ თავიანთ მომავალთან დაკავშირებით" - ვკითხულობთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ახალ კონსტიტუციას კენჭი ერაყის მოქალაქეებმა უნდა უყარონ.
XS
SM
MD
LG