Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პარლამენტი მიემხრო ინციატივას, გაუქმდეს


ერაყის პარლამენტი მიემხრო ინციატივას, გაუქმდეს ცვლილება წესში, რომლის მიხედვითაც მომავალ კვირაში უნდა გაიმართოს რეფერენდუმი ახალ კონსტიტუციაზე.

ერაყის პარლამენტი მიემხრო ინციატივას, გაუქმდეს ცვლილება წესში, რომლის მიხედვითაც მომავალ კვირაში უნდა გაიმართოს რეფერენდუმი ახალ კონსტიტუციაზე.
ცვლილება, რომელიც გააუქმეს, მანამდე გააკრიტიკეს გაერომ და აშშ-მა იმის გამო, რომ საერთაშორისო ნორმებს არ შეესაბამებოდა. ახალი წესი გაუძნელებდა ერაყში მოსახლე სუნიტ არაბებს კონსტტუციის პროექტის უარყოფას 15 ოქტომბრისთვის დანიშნულ რეფერენდუმზე. ბევრი სუნიტისთვის მიუღებელია ახალი კონსტიტუციის პროექტი: ისინი შიშობენ, რომ ეს დოკუმენტი ხელს შეუწყობს ერაყის გაყოფას და ერაყის ნავთობს - შიიტებისა და ქურთების კონტროლს დაუქვემდებარებს. ერაყის პრეზიდენტმა, ჯალალ თალაბანიმ დღეს დაიცვა ერაყის პარლამენტის უფლება, ცვლილება შეიტანოს რეფერენდუმის წესში. ამ საკითხს ერაყის პრეზიდენტი შეეხო პრაღაში, რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების შტაბბინაში სტუმრობისას.
XS
SM
MD
LG