Accessibility links

logo-print

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი "უპასუხისმგებლოს" უწოდებს განცხადებას, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა 3 ოქტომბერს.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი "უპასუხისმგებლოს" უწოდებს განცხადებას, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა 3 ოქტომბერს.
ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ 20 სექტემბერს ცხინვალს ცეცხლი ქართულმა მხარემ გაუხსნა. როგორც გელა ბეჟუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ინციდენტი ჯერ არ არის გამოძიებული და რუსეთს არა აქვს დასკვნების გაკეთების უფლება. რუსეთის ამავე განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი აღნიშნავს, რომ განცხადება არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ეწინააღმდეგება ორმხრივ ვალდებულებებს. სამინისტროს აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ რუსული მხარის განცხადებაში ლაპარაკია მხოლოდ ცხინვალის დაცხრილვაზე დაუდგენელი პირების მიერ და არაფერია ნათქვამი ცხივნალში 20 სექტემბერს მძიმე ტექნიკის გამოყენებით აღლუმის ჩატარებაზე. ამასთან, რუსული მხარის განცხადებაში სეპარატისტების ლიდერი, კოკოითი "პრეზიდენტად" არის მოხსენიებული, რასაც საქართველოს საგარეო უწყება მიუღებლად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG