Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში 20 სექტემბრის ინციდენტთან დაკავშირებით


ცხინვალში 20 სექტემბრის ინციდენტთან დაკავშირებით, რუსეთი ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის.

ცხინვალში 20 სექტემბრის ინციდენტთან დაკავშირებით, რუსეთი ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის.
20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის "დამოუკიდებლობის" დღის აღნიშვნისას, ცხინვალის ერთ-ერთ უბანზე ყუმბარმტყორცნიდან შეტევა განხორციელდა. შედეგად დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორსი ერთი ბავშვი. რუსეთის ინიციატივით, ინციდენტის გამოძიებაში ონფლიქტში მონაწილე მხერეების ექპერტთა გარდა, ეუთოს წარმომადგენლებიც უნდა ჩაერთნენ. ეს ინიციატივა მოჰყვა მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშჩინინის და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის მოლაპარაკებას. ამავე მოლაპარაკებაზე მიემხრნენ შერეული საკონტროლო კომისიისა და შერეული სამშვიდობო ძალების ფორმატით სამშვიდობო პროცესის გაგრძელებას.
XS
SM
MD
LG