Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა და


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირობა დადეს,

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირობა დადეს,
რომ განამტკიცებენ ერთობლივ ძალისხმევას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც ბლერმა ჟურნალისტებს უთხრა ლონდონში პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ, ხალხმა ორივე ქვეყანაში იცის, რას ნიშნავს გლობალური ტერორიზმის საფრთხე. პუტინია პირველი უცხოელი ლიდერი, რომელსაც ლონდონში აჩვენეს კომპლექსი სახელწოდებით "კობრა" - ეს არის უმაღლესი საფეხურის უსაფრთხოების ბაზა, რომელზეც ხდება ტერორისტული იერიშების და სხვა საფრთხის საპასუხო ოპერაციების კოორდინირება. მხარეებმა გამოუშვეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც მიუთითებენ გადაწყვეტილებაზე, განამტკიცონ პარტნიორობა, რაც ეხება, უწინარეს ყოვლისა, უშიშროების უწყებებს შორის თანამშრომლობას.
XS
SM
MD
LG