Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო გამოვიდა იუნესკოს მოსკოვის რეგიონული


საქართველო გამოვიდა იუნესკოს მოსკოვის რეგიონული ბიუროს დაქვემდებარებიდან.

საქართველო გამოვიდა იუნესკოს მოსკოვის რეგიონული ბიუროს დაქვემდებარებიდან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც იუნესკოს მოსკოვის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა საქართველოს რუკა ორი სეპარატისტული რეგიონის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების გარეშე. საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ იუნესკოს პარიზის ოფისში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ნათია ჯაფარიძემ ეს საკითხი წამოჭრა გაეროს გენერალური დირექტორის მოადგილე მარსიო ბარბოსასთან შეხვედრაზე. ბარბოსამ, როგორც იუწყებიან, ბოდიში მოუხადა საქართველოს წარმომადგენელს. ხარვეზიანი რუკა უკვე მოიხსნა იუნესკოს მოსკოვის ოფისის ვებგვერდიდან.
XS
SM
MD
LG