Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანკარაში ჩავიდა ევროკომისიის წევრი ევროპის


ანკარაში ჩავიდა ევროკომისიის წევრი ევროპის კავშირის გაფართოების საკითხებში, ოლი რენი.

ანკარაში ჩავიდა ევროკომისიის წევრი ევროპის კავშირის გაფართოების საკითხებში, ოლი რენი.
მან ევროპის კავშირის შემადგენლობაში თურქეთის მიღების პერსპექტივებზე გამართა მოლაპარაკებები. საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულა გიულთან შეხვედრის შემდეგ რენმა განაცხადა, რომ თურქეთმა, როგორც არასდროს, უნდა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები. პირველ რიგში ადამიანის უფლებების სფეროში, ეროვნული უმცირესობებისა და რელიგიური თავისუფლებების საკითხებში. ევროკავშირსა და თურქეთს შორის ორშაბათს ბრიუსელში დაწყებული მოლაპარაკებები შესაძლოა ათ ან მეტ წელს გაგრძელდეს. ამასთან, ევროკავშირის ხელმძღვანელობა ანკარას არ აძლევს ასპროცენტიან გარანტიებს.

XS
SM
MD
LG