Accessibility links

logo-print

61 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკაში


61 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი დირიჟორი ვახტანგ ჟორდანია.

61 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი დირიჟორი ვახტანგ ჟორდანია.
ჟორდანია 1982 წლიდან ცხოვრობდა შეერებულ შტატებში. ჟორდანია თბილისსა და ლენინგრადში სწავლობდა მუსიკას. იგი თანამშრომლობდა მთელ რიგ საბჭოთა მუსიკოსებთან: დავიდ ოისტრახთან, ლეონიდ კოგანთან, დმიტრი შოსტაკოვიჩთან, კირილ კონდრაშინთან, ემილ გილელსთან. ემიგრაციის შემდეგ თავისი საერთაშორისო კარიერის მანძილზე იგი მუშაობდა დიდ ბრიტანეთში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიასა და სამხრეთ კორეაში. დირიჟორის სიკვდილის მიზეზებს ჯერჯერობით არ იტყობინებიან.

XS
SM
MD
LG