Accessibility links

logo-print

რუსეთმა სამხრეთ ოსეთს ახალი სამხედრო


რუსეთმა სამხრეთ ოსეთს ახალი სამხედრო შეიარაღება გადასცა.

რუსეთმა სამხრეთ ოსეთს ახალი სამხედრო შეიარაღება გადასცა.
ამის შესახებ რუსეთის ჟურნალ “კომერსანტ-ვლასტ”-ს განუცხადა სეპარატისტული სამხრეთი ოსეთის პარლამენტის სპიკერმა ზნაურ გასიევმა. გასიევის თქმით, ბორის ელცინის მმართველობის პერიოდში რუსეთი ბუნდოვნად იქცეოდა სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. ასევე იყო პუტინის პრეზიდენტობის პირველ წლებში. “თუმცა, ახლა, რუსეთმა გამოავლინა ჩვენს მიმართ ინტერესი. ომით საქართველო ვერაფერს მიაღწევს, რადგან ჩვენ რუსეთი გვეხმარება,” – განაცხადა გასიევმა. 20 სექტემბერს ცხინვალში გამართულ აღლუმზე ოსებმა მძიმე სამხედრო ტექნიკა გამოიყვანეს. ოფიციალური თბილისის პროტესტის მიუხედავად, რუსეთი უარყოფს კავშირს სეპარატისტების სამხედრო შეიარაღებასთან.
XS
SM
MD
LG