Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიის ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2005


ნორვეგიის ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2005 წლის ნობელის სამშვიდობო პრემია ორ ნაწილად გაიყო

ნორვეგიის ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2005 წლის ნობელის სამშვიდობო პრემია ორ ნაწილად გაიყო
და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსა და მის გენერალურ დირექტორს, მუჰამედ ბარადეის გადაეცა. დაჯილდოების შესახებ პირველი ინფორმაციის მიღებას ბარადეი ასე იხსენებს: [ბარადეის ხმა]: 11 საათზე მეუღლესთან ერთად ტელევიზორს ვუყურებდი, იმის სრული შეგნებით, რომ წარმატებას ვერ მივაღწიეთ – რადგან ჩემთვის არავის დაურეკავს. და უცებ მესმის, როგორ წარმოთქვეს ნორვეგიულ ენაზე სიტყვები "ატომური ენერგეტიკის სააგენტო". მერე ჩემი სახელიც... ჩემი სახელი ნორვეგიულადაც ასევე ჟღერს. ჩემი მეუღლე და მე ლამის ცას ვეწიეთ, იყო ერთი ჩახუტება და კოცნა, სიხარულითა და სიამაყით ავივსეთ. ნობელის სამშვიდობო პრემიის წლევანდელმა ლაურეატმა, მუჰამედ ბარადეიმ, აგრეთვე განახცადა, რომ პრემია მას და მის სააგენტოს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით განაგრძონ მუშაობა და მსოფლიო მსოფლიო ატომური იარაღის საფრთხისგან დაიცვან.
XS
SM
MD
LG