Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთის პრეზიდენტმა, საფარმურატ ნიაზოვმა, ორი


თურქმენეთის პრეზიდენტმა, საფარმურატ ნიაზოვმა, ორი გუბერნატორი და 11 უბნის ხელმძღვანელი სამსახურიდან გაათავისუფლა,

თურქმენეთის პრეზიდენტმა, საფარმურატ ნიაზოვმა, ორი გუბერნატორი და 11 უბნის ხელმძღვანელი სამსახურიდან გაათავისუფლა,
ვინაიდან მათ ბამბის წარმოების დასახული გეგმის შესრულება ვერ შესძლეს:[ნიაზოვის ხმა]: კოიტედანგის გუბერნატორო, ჰემრაგულეიევ კემალო, თქვენ ხანდაზმული კაცი ხართ. რატომ არ არის არაფერი კოიტედანგში? რატომ არ შეგიძლიათ ბამბის წარმოების გეგმის შესრულება? თქვენ კორუმპირებული ხართ, და მე სამსახურიდან გათავისუფლებთ. ფარაბის გუბერნატორო – თქვენც გათავისუფლებული ხართ. თქვენც კორუმპირებული ხართ. ბამბის წარმოების ნაცვლად, თქვენ ბრინჯი მოგყავთ. თქვენ საკუთარი საქმეები გადარდებთ. როდესაც გუბერნატორი ხართ, თქვენთვის ბრინჯი არ უნდა დათესოთ. ამ ნაკლოვანებების გამო, მე თქვენ გათავისუფლებთ. შეკითხვები ხომ არ გაქვთ? ნიაზოვის თქმით, ბამბის წლევანდელი მოსავალი თურქმენეთის შიდა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაგრამ საექსპორტო ბაზარს არ ეყოფა.
სააგენტო იტარ-ტასის ცნობით, თურქმენეთმა წელს ბამბის მოსავლის გეგმის მხოლოდ 25 პროცენტი შეასრულა.

XS
SM
MD
LG