Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ბერეზოვსკი გიორგი ღონღაძის მკვლელობის


ბორის ბერეზოვსკი გიორგი ღონღაძის მკვლელობის გამოძიებაში დახმარებისთვის ჯილდოს აწესებს

ბორის ბერეზოვსკი გიორგი ღონღაძის მკვლელობის გამოძიებაში დახმარებისთვის ჯილდოს აწესებს
ლონდონში მცხოვრებმა რუსმა მაგნატმა, ბორის ბერეზოვსკიმ, განაცხადა, რომ ერთი მილიონი ამერიკული დოლარით დააჯილდოვებს ნემისმიერ ადამიანს, ვინც უკრაინელ გამომძიებლებს 2000 წელს მომხდარი გიორგი ღონღაძის მკვლელობის გამოძიებაში დაეხმარება.
ეს განცხადება კიევში გააკეთა ალექსანდრე გოლდფაბმა. იგი ბერეზოვსკის მიერ დაარსებულ სამოქალაქო თავისუფლების ფონდს ხელმძღვანელობს. ფონდი ნიუ-იორკშია დაფუძნებული. გოლდფაბის თქმით, ბერეზოვსკიმ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ პარასკევს ჟურნალისტის მკვლელების პოვნის საქმეში დახმარება საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვა.
XS
SM
MD
LG