Accessibility links

logo-print

6 ნოემბერს დანიშნული არჩევნების მოლოდინში


6 ნოემბერს დანიშნული არჩევნების მოლოდინში, აზერბაიჯანის ორმა მთავარმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი

6 ნოემბერს დანიშნული არჩევნების მოლოდინში, აზერბაიჯანის ორმა მთავარმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი
შეთანხმების პირობების მიხედვით, აზადლიგის, იგივე თავისუფლების, და მილი ბერლიკის, იგივე ეროვნული ერთობის, ორგანიზაციები ერთობლივი ძალებით შეეცდება არ მოხდეს არჩევნების გაყალბება. ორმა ოპოზიციურმა ძალამ აგრეთვე პირობა დადო, რომ ერთნამეთის წინააღმდეგ კამპანიას არ აწარმოებს. მოახლოებული არჩევნების ირგვლივ აზერბაიჯანში სიტუაცია სულ უფრო იძაბება. ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიცია დესტაბილიზაციის გამოწვევას გეგმავს. ოპოზიციური პარტიები კი აცხადებენ, რომ ილჰამ ალიევი არჩევნების გაყალბებას აპირებს. მუნიციპალური აკრძალვის მიუხედავად, ხვალ ბაქოში ოპოზიცია საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს.
XS
SM
MD
LG