Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი


დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი ივანოვმა, ოფიცრებს ახალწვეულების მონურ შრომაში ჩართვა აუკრძალა

დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი ივანოვმა, ოფიცრებს ახალწვეულების მონურ შრომაში ჩართვა აუკრძალა

ივანოვის ბრძანებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში გახშირდა ჯარისკაცების იძულებითი მუშაობა ისეთ სამუშაოზე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამხედრო საქმესთან. ცუდ პირობებში მუშაობა ჯარისკაცების და მეზღვაურებს სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს – ნათქვამია ბრძანებაში.
ივანოვმა ოფიცრები გააფრთხილა, რომ თუ ამ პრაქტიკას არ შეწყვეტენ, მათ სამხედრო სამსახურიდან გარიცხვა, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ. მიუხედავად იმისა, რომ სერგეი ივანოვის დაპირებები რვაასი ათასი ახალწვეულისთვის პირობების გაუმჯობვესებას ითვალისწინებდა, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები რუსეთის ჯარში არსებულ ვითარებას ურთულესად აფასებენ. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2005 წლის პირველ თვეებში უბედურ შემთხვევებს, კრიმინალურ შემთხვევებს და თვითმკვლელობებს 650ზე მეტი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG