Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური მონაცემებით, სამხრეთ აზიაში დღეს


ოფიციალური მონაცემებით, სამხრეთ აზიაში დღეს დილით მომხდარ მიწისძვრას ათას რვაას ადამიანზე მეტი ემსხვერპლა.

ოფიციალური მონაცემებით, სამხრეთ აზიაში დღეს დილით მომხდარ მიწისძვრას ათას რვაას ადამიანზე მეტი ემსხვერპლა.

მიწისძვრის სიმძლავრე 7,6 ბალს აღწევდა. ეპიცენტრი პაკისტანის დედაქალაქის, ისლამაბადიდან 100 კილომეტრის მოშორებით, ქაშმირის რეგიონში მოხდა. ეს რეგიონი პაკისტანსა და ინდოეთს შორის დავის საგანს წარმოადგენს, და ორი ქვეყნის ადმინისტრაციულ ცენტრებად არის დაყოფილი. პაკისტანის მაშველთა ძალების წარმომადგენლის, რანა ნისარის თქმით, ათასზე მეტი ადამიანი ქაშმირის პროვინციის პაკისტანის მიერ კონტროლირებულ ნაწილში დაიღუპა. ინდოეთის ინფორმაციის მინისტრის, იაპალ რედის მონაცემებით, მიწისძვრამ ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში 300 ადამიანი შეიწირა. დღესვე მიწისძვრას ევროპის ქვეყნებიდან გამოეხმაურენ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოშკა ფიშერმა, პირველადი დახმარების სახით პაკისტანს 50 ათასი ევრო გადაურიცხა. ბრიტანეთი, საფრანგეთი და საბერძნეთი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში მაშველების გუნდებს და სპეციალისტებს გზავნის. ირლანდია დაზარალებულ რეგიონს ერთი მილიონი ევროს გაგზავნას დაპირდა. მაშველების გაგზავნას აპირებს თურქეთიც.

XS
SM
MD
LG