Accessibility links

logo-print

დღეს პაკისტანში შაბათს მომხდარი მიწისძვრის


დღეს პაკისტანში შაბათს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლმა უკვე 20 ათასს გადააჭარბა.

დღეს პაკისტანში შაბათს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლმა უკვე 20 ათასს გადააჭარბა.
მაშვლები დღეს მთელი დღის მანძილზე ცდილობდნენ ცოცხლად გადარჩენილთა გამოყვანას დანგრეული შენობებიდან. რამდენიმე ასეული ბავშვი არის მომწყვდეული სკოლების შენობების ქვეშ. პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრ აფტაბ აჰმედ ხანის თანახმად, სულ ცოტა 19 400 ადამიანია დაღუპული და 42 ათასი დაშავებული. მიწისძვრის სიმძლავრემ 7,6 ბალს გადააჭარბა რიხტერის შკალით. პაკისტანის ხელისუფლება აცხადებს, რომ მსხვერპლის რიცხვი იზრდება. პაკისტანის კონტროლქვეშ მყოფი ქაშმირის რეგიონის კომუნიკაციის მინისტრის, ტარიკ მაჰმუდის თქმით, მხოლოდ პაკისტანის ქაშმირში 30 ათას ადამიანზე მეტია დაღუპული. მეზობელ ინდოეთში სტიქიურმა უბედურებამ 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ასობით დაშავდა. გაერომ, ევროპის კავშირმა, მსოფლიო ბანკმა, იაპონიამ, შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და ჩინეთმა უპასუხეს პაკისტანის პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფის მოწოდებას დახმარების შესახებ. დაზარალებულ რაიონებში ჩადიან მაშვლები და ჩააქვთ ჰუმანიტარული ტვირთი.

XS
SM
MD
LG