Accessibility links

logo-print

ერაყის ხელისუფლება აცხადებს, რომ 90


ერაყის ხელისუფლება აცხადებს, რომ 90 მეამბოხე იქნა მოკლული ერაყის დასავლეთ ნაწილში

ერაყის ხელისუფლება აცხადებს, რომ 90 მეამბოხე იქნა მოკლული ერაყის დასავლეთ ნაწილში
შეერთებული შტატების ჯარების ხელმძღვანელობით ჩატარებული რეიდების დროს. ერაყის მთავრობის წარმომადგენლის, ლეით კუბას თქმით, 178 მეამბოხე იქნა შეპყრობილი 28 სექტემბერს დაწყებული ოპერაციის მსვლელობისას. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ რეიდების მიზანი იყო "ალ-ყაიდასთან" დაკავშირებული დაჯგუფებების განეიტრალება სუნიტებით დასახლებულ პროვინცია ანბარში. ამასობაში, ერაყის პოლიციის ცნობით, დღეს ბაღდადში გზის პირას ჩადებული ნაღმის აფეთქების შედეგად ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. ქალაქ რამადიში შეერთებული შტატების ჯარისკაცი იქნა მოკლული ანალოგიური აფეთქების შედეგად. ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი 15 ოქტომბრის რეფერენდუმზე ვერ მოხერხდება ახალი კონსტიტუციის მიღება, ქვეყანას ქაოსი ემუქრება.



XS
SM
MD
LG