Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ პაკისტანში შაბათს მომხდარი კატასტროფული


ჩრდილოეთ პაკისტანში შაბათს მომხდარი კატასტროფული მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა

ჩრდილოეთ პაკისტანში შაბათს მომხდარი კატასტროფული მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა
20 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ დღეს ისლამაბადში ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის - უნისეფის წარმომადგენელმა ჯულია ლევერტონმა. ეს ცნობა დაადასტურა პაკისტანის ეროვნული გეოლოგიური ცენტრის დირექტორის მოადგილემ ჯან მაჰმუდ ხანმა. ორი ათასამდე ადამიანი დაიღუპა მეზობელ ინდოეთში. იქვე, პაკისტანის საზღვართან მდებარე შორეულ სოფლებში მცხოვრები კიდევ ათი ათასამდე ადამიანის ბედი ჯერაც უცნობია. ყველაზე მეტად დაზარალებულ ქაშმირის პროვინციაში გრძელდება სამაშველო სამუშაოები, რომელსაც კოორდინაციას გაერო უწევს. გადარჩენილთა ძებნაში მონაწილეობენ თურქეთი, იაპონია, შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი და ევროპის რამდენიმე ქვეყანა. დაზარალებულ რაიონებში ჩადიან მაშვლები და ჩააქვთ ჰუმანიტარული ტვირთი. შაბათს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 7,6 ბალს გადააჭარბა რიხტერის შკალით.
XS
SM
MD
LG