Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ახალი კანცლერი - პირველად


გერმანიის ახალი კანცლერი - პირველად ისტორიაში - იქნება ქალი:

გერმანიის ახალი კანცლერი - პირველად ისტორიაში - იქნება ქალი:
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ანგელა მერკელი. მრავალდღიანმა მოლაპარაკებამ მერკელსა და ამჟამინდელ კანცლერს, გერჰარდ შრიოდერს შორის შედეგი გამოიღო: მხარეები კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. ანგელა მერკელის განცხადებით, 17 ოქტომბერს უნდა დაიწყოს ოფიციალური მოლაპარაკება სოციალ-დემოკრატებსა და ქრისტიან-დემოკრატიულ ალიანსს შორის. მოლაპარაკების დასრულება 12 ნოემბრისთვის არის ნავარაუდევი და მისი მიზანია ახალი მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული შეთანხმებების მიღწევა. მომავალი მთავრობის უმთავრეს ამოცანად მერკელმა სამუშაო ადგილების შექმნა დაასახელა: [ანგელა მერკელის ხმა] "შესაძლო დიდი კოალიციის პოლიტიკა უნდა იყოს პოლიტიკა, რომელიც უპირატესობას მიანიჭებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და არსებულის შენარჩუნებას. ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა სწორედ ეს არის."
XS
SM
MD
LG