Accessibility links

logo-print

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში მიენიჭათ


ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში მიენიჭათ რობერტ აუმანს

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში მიენიჭათ რობერტ აუმანს
- ისრაელისა და აშშ-ის მოქალაქეს, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორს, და ამერიკელ თომას შელინგს, მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორს. ამის შესახებ დღეს სტოკჰოლმში გამოაცხადა შვეციის სამეფო აკადემიამ. ნობელის კომიტეტის განცხადებით, პრემიით აღინიშნა შელინგისა და აუმანის წვლილი ე.წ. "ინტერაქტიულ ამოხსნათა თეორიაში", რომელიც საშუალებას იძლევა, დაადგინოს ეკონომიკური თანამშრომლობის წარმატების ან წარუმატებლობის მიზეზები არა მარტო ცალკეულ ადამიანებს შორის, არამედ კომპანიებსა და სახელმწიფოთა შორისაც კი.
XS
SM
MD
LG