Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსმოსურ ხომალდ "სოიუზის" ეკიპაჟის ორივე


კოსმოსურ ხომალდ "სოიუზის" ეკიპაჟის ორივე წევრი და ამერიკელი ტურისტი მშვიდობიანად დაეშვნენ

კოსმოსურ ხომალდ "სოიუზის" ეკიპაჟის ორივე წევრი და ამერიკელი ტურისტი მშვიდობიანად დაეშვნენ
"სოიუზის" კაფსულით ყაზახეთის ტერიტორიაზე. კაფსული დღეს დილას, თბილისის დროით 5:09 საათზე დაეშვა ტრამალზე მას შემდეგ, რაც მოწყდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს და დედამიწამდე 400 კილომეტრი გამოიარა. დაბრუნებულებს შორის არის ამერიკელი ბიზნესმენი გრეგორი ოლსენი, რომელსაც 20 მლნ დოლარი დაუჯდა ტურისტული მოგზაურობა კოსომოსში. ოლსენი არის მესამე ტურისტი - კერძო პირი, რომელმაც ფული გადაიხადა კოსმოსში სამოგზაუროდ. რომ დაეშვა დედამიწაზე, რამდენიმე სიტყვა რუსულად თქვა, შემდეგ კი ინგლისურზე გადავიდა. მას შთაბეჭდილება არ გაუზიარებია: მარტო ის თქვა, რა მოენატრა - რიგიანი საჭმელი და რიგიანი შხაპში.
XS
SM
MD
LG