Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის საარჩევნო უწყების წარმომადგენლის განცხადებით


ერაყის საარჩევნო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, დამხობილ პრეზიდენტ სადამ ჰუსეინსა

ერაყის საარჩევნო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, დამხობილ პრეზიდენტ სადამ ჰუსეინსა
და კიდევ ათასობით ერაყელ პატიმარს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმში, რომელიც ამ კვირის მიწურულს გაიმართება. ერაყის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის წევრ აბდულ ჰუსეინ ჰინდავის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ამერიკელების სარდლობაზე დაქვემდებარებულმა კოალიციამ ჯერ უნდა წარადგინონ იმ პატიმრების საბოლოო სია, რომელთაც აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ 15 ოქტომბრის რეფერენდუმში. ამასთან, ჰინდავი განმარტავს, რომ ერაყის კანონმდებლობით, პატიმარს, რომლისთვისაც განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ, აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. ამდენად, ეს უფლება აქვს ყოფილ პრეზიდენტ სადამ ჰუსეინსაც. ის მომავალ კვირაში, 19 ოქტომბერს წარდგება სასამართლოს წინაშე 1982 წელს, უმეტესწილად, შიიტებით დასახლებულ ქალაქ დუჯაილში მოსახლეების დახოცვის ბრძანების გაცემის გამო.
XS
SM
MD
LG