Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა ყირგიზეთში ვიზიტით დაიწყო სამდღიანი ტურნე აზიაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა ყირგიზეთში ვიზიტით დაიწყო სამდღიანი ტურნე აზიაში.

ბიშკეკში მან მოლაპარაკება გამართა პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევთან და ამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ბოლო არჩევნები ყირგიზეთში იყო ყველაზე დემოკრატიული საარჩევნო პროცესი შუა აზიაში. რაისმა ყირგიზეთის ხელისუფლისგან მიიღო პირობა, რომ აშშ-ის ჯარს შეუძლია კვლავ მოიხმაროს ყირგიზეთის ცენტრალური სამხედრო ბაზა, როგორც სახელმწიფო მდივანმა თქვა, ტერორიმზმთან ბრძოლაში, სანამ ის არ არის დაძლეული ავღანეთში. რაისმა ასევე განაცხადა, რომ აშშ არ აპირებს მუდმივად ბაზების ყოლას შუა აზიაში.
ამჟამინდელი ტურნეს მსვლელობაში რაისი ეწვევა აგრეთვე ყაზახეთს, ტაჯიკეთს და ავღანეთს,შესაძლებელია, პაკისტანის მიწისძვრით დაზარალებულ არეალსაც.
XS
SM
MD
LG