Accessibility links

logo-print

პაკისტანში, რომელიც გასული კვირის მიწურულს


პაკისტანში, რომელიც გასული კვირის მიწურულს ძლიერმა მიწისძვრამ შეარყია, სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

პაკისტანში, რომელიც გასული კვირის მიწურულს ძლიერმა მიწისძვრამ შეარყია, სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
ყველაზე მძიმედ ქაშმირის რეგიონია დაზარალებული. სამაშველო ოპერაციები გაჭირვებით მიმდინარეობს და ბევრ დაზარალებულამდე ვერ აღწევს ჩახერგილი გზების, აგრეთვე შვეულმფრენების სიმცირის გამო. სამაშველო ოპერაციებს აძნელებს დღევანდელი წვიმებიც.
ნატომ გამოაცხადა დღეს, რომ ორგანიზება უკეთდება საჰაერო ხიდს, რომლითაც ევროპიდან მიაწფდიან დაზარალებულ რეგინებს ტვირთს.
გაეროს შეფასებით, კიდევ მრავალი შვეულმფრენია საჭირო მილიონობით გადარჩენილისათვის საკვების, მედიკამენტების, კარვების მისაწოდებლად. მიწისძვრის შედეგად დაღუპულების რიცხვი, ოფიციალური მონაცემებით, პაკისტანში 21 000-ს, ინდოეთში 1300-ს შეადგენს.

XS
SM
MD
LG