Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრეზიდენტ ჯალალ თალაბანის განცხადებით


ერაყის პრეზიდენტ ჯალალ თალაბანის განცხადებით, ერაყის პოლიტიკური ლიდერები დაყაბულდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს,

ერაყის პრეზიდენტ ჯალალ თალაბანის განცხადებით, ერაყის პოლიტიკური ლიდერები დაყაბულდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს,
რათა კონსტიტუციას გაუნაღდონ შეძლებისდაგვარად ფართო მხარდაჭერა მოახლოებულ რეფერენდუმზე. რეფერენდუმი შაბათს გაიმართება. თალაბანიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებაზე ერთსულოვნებას მიაღწიეს შიიტების, ქურთების და სუნიტების სათვისტომოთა წარმომადგენლების მოლაპარაკებაზე. ბევრი სუნიტი კონსტიტუციის პროექტის წინააღმდეგია, მათგან ზოგი ემხრობა მეამბოხეების ბრძოლას ერაყში ამერიკის ხელშეწყობით მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ჩასაშლელად.
XS
SM
MD
LG