Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ხელმძღვანელმა, ნატიკ


აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ხელმძღვანელმა, ნატიკ ალიევმა განაცხადა, რომ არ იცნობს

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ხელმძღვანელმა, ნატიკ ალიევმა განაცხადა, რომ არ იცნობს
ჩეხ ბიზნესმენს, რომელსაც აზერბაიჯანულ ნავთობთან დაკავშირებული სკანდალის გამო აშშ-ში კორუფციის ბრალდება წაუყენეს. როგორც ნატიკ ალიევმა ჟურნალისტებს უთხრა, მას არც კი უნახვს ბიზნესმენი ვიქტორ კოჟენი. კოჟენი და ორი ამერიკელი მოქალაქე ბრალდებული არიან აზერბაიჯანის ნავთობმრეწველეობის წამყვანი წარმომადგენლების მოქრთამვაში, სახელმწიფო ნავთობკომპაია "სოკარის" პრივატიზებისას დიდი მოგების მისაღებად. მაგრამ "სოკარის" პრივატიზება არ მომხდარა და, როგორც ნატიკ ალიევმა ჟურნალისტებს უთხრა, არც მოხდება.
XS
SM
MD
LG