Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი განაგრძობს ტურნეს აზიის ქვეყნებში. დღეს ის პაკისტანს ეწვია და მიწისძვრით დაზარალებულ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი განაგრძობს ტურნეს აზიის ქვეყნებში. დღეს ის პაკისტანს ეწვია და მიწისძვრით დაზარალებულ
ქვეყანას ამერიკის გრძელვადიან დახმარებას დაჰპირდა. რაისი შეხვდა პაკისტანის ლიდერებს და გამოთქვა ვარაუდი, რომ მიწისძვრის შემდეგ პაკისტანისთვის განკუთვნილი თავდაპირველი დახმარება - 50 მილიონი დოლარი - კიდევ უფრო გაიზრდება. ოფიციალური ინფორმაციით, პაკისტანში შაბათს მომხდარმა მიწისძვრამ, სულ ცოტა, 23 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაჭრილების რიცხვი 50 000-ს აღემატება. პაკისტანში ჩასვლამდე კონდოლიზა რაისი ავღანეთში სტუმრობდა და ქაბულში დღეს შეაქო ავღანეთში ბოლო 4 წლის მანძილზე მიღწეული პოლიტიკური პროგრესი, რომელიც თალიბანის რეჟიმის დამხობას მოჰყვა. რაისი აზიაში 3-დღიანი ტურნეს ჩარჩოებში, კიდევ ყაზახეთს და ტაჯიკეთს ეწვევა.
XS
SM
MD
LG