Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით საქართველოს


რუსეთის სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება,

რუსეთის სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება,
რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვის შეფასებით, არ აისახება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსი მშვიდობისდამცველების საქმიანობაზე. ამ საკითხს ივანოვი დღეს პარიზში შეეხო. საქართველოს პარლამენტის დადგენილებას, რომელშიც მწვავედ აკრიტიკებენ კონფლიქტის რეგიონებში რუსი მშვიდობისდამცველების საქმიანობას, მოითხოვენ მის გაუმჯობესებას და, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსული სამშვიდობო მისიის შეწყვეტის აუცილებლობისაკენ მიუთითებენ, ივანოვმა "პოლიტიკური" უწოდა და დასძინა, რომ სამშვიდობო მანდატის ცალმხრივი წესით, მხოლოდ ქართულ მხარის მოთხოვნით შეცვლა -შეუძლებელია. სოხუმში კი, საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, დარწმუნებული არიან, რომ რუსეთი არ გაიყვანს მშვიდობისდამცველებს ქართულ-აფხაზური კონლიქტის ზონიდან. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი შამბამ დღეს სააგენტო "რია ნოვოსტის" უთხრა, რომ სამშვიდობო ძალების გაყვანა ხელს შეუწყობს მხოლოდ საქართველოს "აგრესიულ გეგმებს".
XS
SM
MD
LG