Accessibility links

ხუთშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა


ხუთშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდება.

ხუთშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდება.
დღეს კი, რაისის ვიზიტამდე, ყაზახეთში დააპატიმრეს ცნობილი ოპოზიციონერი, ტოლენ ტოხტასინოვი. აი, რა უთხრა ჩვენს რადიოს ასევე ოპოზიციის წარმომადგენელმა, ამირჟან ყოსანოვმა: [ყოსანოვის ხმა] “ტოლენ ტოხტასინოვი ალმატის აეროპორტისაკენ მიემგზავრებოდა, რადგან ჩვენი დემოკრატიული ძალების სხვა წარმომადგენლებთან ერთად იყო მიწვეული კონდოლიზა რაისთან შეხვედრაზე ასტანაში. გზაზე, ის "ომონის" 20-მდე შეიარაღებულმა წევრმა გააჩერა და თავისთან, მანქანაში გადასვა. ჩვენი ვექილები ამბობენ, რომ ტოხტასინოვი ალმატის ადმინისტრაციულ სასამართლოში წაიყვანეს. ეს როგორც კი მოხდა, ოფისში ტელეფონი და დენი გამოგვირთეს, ამიტომ ახლა მობილური ტელეფონით გელაპარაკებით”.
XS
SM
MD
LG