Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ ჩეკალინის განცხადებით, დღეს ნალჩიკში სამართალდამცავებთან მომხდარ შეტაკებას სულ ცოტა 50 შეიარაღებული თავდამსხმელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ ჩეკალინის განცხადებით, დღეს ნალჩიკში სამართალდამცავებთან მომხდარ შეტაკებას სულ ცოტა 50 შეიარაღებული თავდამსხმელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჩეკალინს არ დაუკონკრეტებია გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეების და ჯარისკაცების რაოდენობა. რამდენიმე საათით ადრე გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ მოვლენებს 12 მოქალაქის და 12 სამხედროს სიცოცხლე შეეწირა. თავდამსხმელებმა დღეს ნალჩიკის რამდენიმე მილიციის სადგურზე და სამთავრობო დაწესებულებაზე მიიტანეს იერიში. ჩეკალინის თქმით, ქალაქს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ძალები აკონტროლებენ. [ჩეკალინის ხმა]: "ქალაქს ალყა შემოვარტყით და ვაკონტროლებთ. მკაცრი კონტროლის და ჩხრეკის გავლის გარეშე იქიდან ვერც ერთი მანქანა, ავტობუსი ან საგარეუბნო მატარებელი ვერ გამოვა. საკონტროლო პუნქტები გზების მიღმაც გავმართეთ. ამ ოპერაციებს ძირითადად შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, და მათში აქტიურად მონაწილეობს თავდაცვის სამინისტრო". ჩეკალინის მიერ თბილისის დროით საღამოს 7 საათზე გაკეთებული განცხადებით, ქალაქში შეიარაღებული დაჯგუფებები ორ კერას აკონტროლებდნენ და რამდენიმე ადამიანი მძევლად ჰყავდათ აყვანილი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჩეჩენმა მეაბმოხეებმა აიღეს. როგორც რადიო თავისუფლებას ჩეჩნეთის სეპარატისტული მთავრობის ვიცე პრემიერმა, აჰმად ზაკაევმა უთხრა, თავდასხმა სეპარატისტულ ხელისუფლებასთან დაახლოვებულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ განახორციელა.
XS
SM
MD
LG