Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირის ჯანმრთელობის დაცვის კომისრის


ევროპის კავშირის ჯანმრთელობის დაცვის კომისრის, მარკოს კიპრიანუს თქმით, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში აღმოჩენილი ფრინველის გრიპის

ევროპის კავშირის ჯანმრთელობის დაცვის კომისრის, მარკოს კიპრიანუს თქმით, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში აღმოჩენილი ფრინველის გრიპის
ვირუსი ადამიანებისთვის ყველაზე საშიში, ჰაშ 5 ენ 1 ფორმის აღმოჩნდა. კიპრიანუს განცხადებით, ეს ვირუსის სწორედ ის სახეობაა, რომელმაც 2003 წლის შემდეგ აზიაში 60 ადამიანზე მეტი იმსხვერპლა. კიპრიანუს თქმით, ევროპის კავშირმა გრიპით გამოწვეული კრიზისისთვის დაიწყო მზადება. [კიპრიანუს ხმა]: "ევროპის კავშირი უკვე კარგა ხანია ემზადება გრიპის პანდემიისთვის – სულ ერთია, ამას ფრინველის გრიპი გამოიწვევს თუ რომელიმე სხვა გრიპის ვირუსის მუტაცია".
კიპრიანუმ აგრეთვე განაცხადა, რომ ევროკავშირის სტრუქტურების ვარაუდით, რუმინეთში აღმოჩენილი ფრინველის გრიპის შემთხვევებიც იმავე საშიში ვირუსით იყო გამოწვეული. ზუსტ მონაცემებს რუმინეთში აღმოჩენილ ვირუსზე ერთ-ერთი ბრიტანული ლაბორატორია ხვალ გამოაქვეყნებს. თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, მეჰდი ეკერის განცხადებით, ქვეყანაში ფრინველის გრიპის აფეთქების ლოკალიზება მოხერხდა, და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. თურქეთიდან და რუმინეთიდან ცოცხალი ფრინველების და ფრინველის ხორცის იმპორტი ევროპის უმეტეს ქვეყნებში აიკრძალა. ავადმყოფობის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ორივე ქვეყანაში ათასობით ფრინველი გაანადგურეს.
XS
SM
MD
LG