Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ყოფილი მმართველის, სადამ ჰუსეინის


ერაყის ყოფილი მმართველის, სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესის მთავარმა მოსამართლემ, რაედ ჯულმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროცესი დანიშნულ დღეს, 19 ოქტომბერს გაიხსნება.

ერაყის ყოფილი მმართველის, სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესის მთავარმა მოსამართლემ, რაედ ჯულმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროცესი დანიშნულ დღეს, 19 ოქტომბერს გაიხსნება.
მოსამართლემ აგრეთვე განაცხადა, რომ პროცესი საზოგადოებისთვის და მას-მედიისთვის ღია იქნება. რაედ ჯულს იმედი აქვს, რომ პროცესს ერაყის ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემს. სადამ ჰუსეინს და მისი მთავრობის შვიდ ყოფილ წევრს ხუთი მოსამართლე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის გაასამართლებს. პროცესის დაწყებამდე მათ სხვა ბრალდებებსაც წაუყენებენ. ჰუსეინის ერაყელმა ადვოკატმა, ჰალილ დულაიმიმ, განაცხადა, რომ იგი პროცესის გახსნის გადადების მოთხოვნას აპირებს. მისი თქმით, ჯერჯერობით დაცვის მხარეს სადამ ჰუსეინთან შეხვედრის და მის საქმეზე მუშაობის საშუალება სრულად არ ჰქონია.
XS
SM
MD
LG