Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის ექსპერტები შეთანხმდნენ ფრინველის


ევროპის კავშირის ექსპერტები შეთანხმდნენ ფრინველის გრიპის გავრცელების წინააღდეგ მიმართულ ახალ ზომებზე.

ევროპის კავშირის ექსპერტები შეთანხმდნენ ფრინველის გრიპის გავრცელების წინააღდეგ მიმართულ ახალ ზომებზე.
მათ ბრიუსელში გამართეს დღეს შეხვედრა. ღონისძიებების ყურადღების ცენტრშია ფერმებში ბიოლოგიური უსაფრთხოების ზომები და წინასწარი აღმოჩენის სისტემები ისეთ რაიონებში, სადაც გარეული ფრინველები იყრიან თავს. ამავე დროს ვეტერინარები აცხადებენ, რომ ფრინველის გრიპი დღეისთვის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს ევროპის კავშირში. თურქეთის მთავრობამ აკრძალა გარეულ ფრინველზე ნადირობა ვირუსის გავრცელებისთვის ხელის შესაშლელად. ხელისუფლების განკარგულებით 9000 ინდაური და სხვა შინაური ცხოველი განადგურდა მას მერე, რაც გასულ კვირაში თურქეთის ტერიტორიაზე ფრინველის გრიპის შემთხვევები გამოვლინდა.
XS
SM
MD
LG