Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი დღეს პარიზში ჩავიდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი დღეს პარიზში ჩავიდა
ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებების გასამართად. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ფილიპ დუსტე-ბლაზისთან ერთად პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას რაისმა თქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ძლიერი მესიჯი უნდა გაუგზავნოს ირანს: [რაისის ხმა] "ირანს ძალიან ძლიერი მესიჯი უნდა გავუგზავნოთ იმის თაობაზე, რომ, რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს მოლაპარაკებების კურსი, რომლის გატარებასაც ევროპის კავშირის სამი ქვეყანა (ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია) ცდილობს ორი წლის მანძილზე. ეს არის კურსი, რომელიც სასარგებლოა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ირანა პატიოსნად აწარმოოს მოლაპარაკებები." შეერთებული შტატები კვლავაც ამტკიცებს, რომ ირანი თავის ბირთვულ პროგრამას ფასადად იყენებს საიმისოდ, რომ ფარულად შექმნას ბირთვული იარაღი, რასაც ირანი უარყოფს. დღესვე რაისი მოსკოვში ჩავიდა მოლაპარაკებებისთვის.
XS
SM
MD
LG