Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ


სერბეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ გაეროს მიერ ადმინისტრირებული კოსოვოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭებამ შესაძლოა რეგიონში პრობლემები წარმოშვას.

სერბეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ გაეროს მიერ ადმინისტრირებული კოსოვოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭებამ შესაძლოა რეგიონში პრობლემები წარმოშვას.

ვოისლავ კუშტუნიცამ ახალი ამბების სააგენტო "ტანიუგს" უთხრა, რომ იგი მზადაა ამ სეპარატისტულ რეგიონს მასშტაბური ავტონომია მიანიჭოს. მაგრამ, მისი თქმით, საზღვრებზე რაიმე ცვლილების განხორციელება წარმოუდგენელია. კუშტუნიცას თქმით, კოსოვოსთვის ავტონომიის გარდა ნებისმიერი სხვა სტატუსის მინიჭება"პრობლემას კი არ გადაწყვეტს, არამედ უფრო დიდ და ღრმა რეგიონულ პრობლემებს წარმოშობს" . კოსოვოს სამომავლო სტატუსი წლის ბოლოს დანიშნულ მოლაპარაკებებზე უნდა გაირკვას.
XS
SM
MD
LG