Accessibility links

ერაყში რეფერენდუმი ძირითადად მშვიდობიან გარემოში


ერაყში რეფერენდუმი ძირითადად მშვიდობიან გარემოში გაიმართა. საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის, ადელ ლამის ინფორმაციით, რეფერენდუმში მონაწილეობა ელექტორატის 61 პროცენტმა მიიღო.

ერაყში რეფერენდუმი ძირითადად მშვიდობიან გარემოში გაიმართა. საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის, ადელ ლამის ინფორმაციით, რეფერენდუმში მონაწილეობა ელექტორატის 61 პროცენტმა მიიღო.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ეზალდინ მუჰამადიმ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ელექტორატის აქტივობით კმაყოფილია: [მუჰამადის ხმა]: "ჩვენი ინფორმაციით, ყველგან – იმ რეგიონებშიც კი, სადაც იანვრის არჩევნების ბოიკოტირება მოხდა – რეფერენდუმზე ბევრი ხალხი მივიდა, და აქტივობა მაღალი იყო. ეს კი, ღვთის ნებით, უკეთესი მომავლის იმედს იძლევა". მთელი ქვეყნის მასშტაბით გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები. მეამბოხეებმა ბაღდადში რამდენიმე უბანზე მიიტანეს იერიში. ბაღდადის ჩრდილო-აღმოსავლეთში განხორციელებულმა აფეთქებამ სამი ერაყელი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.
კონსტიტუციის რატიფიცირება მაშინ მოხდება, თუ მას ამომრჩევლების 50 პროცენტი თანხმობას განუცხადებს, და 18 პროვინციიდან ერთ-ერთში ელექტორატის ორ მესამედზე მეტი უარს არ ეტყვის. რეფერენდუმის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ ორშაბათს მოხდება. ერაყის რეფერენდუმს დადებითად გამოეხმაურა შეერთებული შტატები და ევროპის კომისია. მათ რეფერენდუმს ქვეყნის დემოკრატიისა და სტაბილურობისკენ მავალ გზაზე მნიშვნელოვანი ეტაპი უწოდეს.
XS
SM
MD
LG