Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ჯანმრთელობის დაცვის კომისარმა, მარკოს

ევროპის ჯანმრთელობის დაცვის კომისარმა, მარკოს კიპრიანუმ, განაცხადა, რომ ანალიზით დადასტურებულია – ფრინველის გრიპის ვირუსის ფორმა, რომელიც თურქეთსა და რუმინეთში აღმოაჩინეს, ერთი და იგივე, პოტენციურად მომაკვდინებელი ჰაშ 5 ენ 1 სახეობაა.

ამ სახეობამ – რომელიც, მიჩნეულია, რომ გარეულ ფრინველებს გადააქვთ – აზიაში 60 ადამიანზე მეტი იმსხვერპლა, და მილიონობით ცხოველი გაანადგურა.
ფრინველის და ადამიანის გრიპის საკითხებში გაეროს კოორდინატორი, დავიდ ნავარო, აცხადებს, რომ ვირუსის აზიიდან ევროპაში გავრცელება შესაძლოა მუტაციის შესაძლებლობაზე, და ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის საფრთხეზე, მიუთითებდეს. ამავე დროს, ირანში – რომელსაც გადამფრენი ფრინველები კვეთენ – ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათასობით გარეული იხვი დაიხოცა დაუდგენელი დაავადებისგან. თუმცა ირანის ვეტერინარული ორგანიზაციის წარმომადგენელი, ბეჰრუზ იასემი, ირწმუნება, რომ ჩატარებული ანალიზებით ფრინველის გრიპის ვირუსი გამოირიცხა. დღესვე ფრინველის გრიპის ვირუსის საქართველოში გავრცელების საფრთხეზე შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, ლადო ჭიპაშვილმა ისაუბრა. მან მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მკვდარი გარეული ფრინველის აღმოჩენის შემთხვევაში მას ხელით არ შეეხონ და დაუყოვნებლივ აცნობონ ჯანდაცვის ადგილობრივ განყოფილებას.
XS
SM
MD
LG