Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო


ირანის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო "ირნა" იტყობინება, რომ დღეს სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ აჰვაზში განხორციელებულ აფეთქებებს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, და 70-ზე მეტი დაიჭრა.

ირანის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო "ირნა" იტყობინება, რომ დღეს სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ აჰვაზში განხორციელებულ აფეთქებებს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, და 70-ზე მეტი დაიჭრა.
სააგენტოს ხუზისტანის პროვინციის გამგებლის, რაჰიმ ფაზილატპურის სიტყვები მოჰყავს, რომელიც აცხადებს, რომ აფეთქება ხალხმრავალი სავაჭრო ცენტრის წინ მდგარ სანაგვე ყუთებში ჩადებულმა ორმა ბომბმა მოახდინა. ჯერჯერობით მომხდარზე პასუხიმსგებლობა არავის აუღია. ქალაქ აჰვაზში და ხუზისტანის პროვინციაში უკანასკნელ პერიოდში გამძაფრდა ეთნიკური დაძაბულობა, და გახშირდა ძალადობის შემთხვევები.
XS
SM
MD
LG