Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნალჩიკში, პროკურორის ოფისთან მოეწყო დემონსტრაცია


ნალჩიკში, პროკურორის ოფისთან მოეწყო დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებიც მოითხოვენ შეტაკებებისას დაღუპული ნათესავების ცხედრებს.

ნალჩიკში, პროკურორის ოფისთან მოეწყო დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებიც მოითხოვენ შეტაკებებისას დაღუპული ნათესავების ცხედრებს.
13 ოქტომბერს ნალჩიკში - სამხრეთ რუსეთში მდებარე ყაბარდო-ბალყარეთის ადმინისტრაციულ ცენტრში - პოლიციისა და მთავრობის ობიექტებზე იერიშები წამოიწყეს შეიარაღებულმა პირებმა. მათ მუსლიმან ექსტრემისტებად მოიხსენიებენ. იფეთქა ბრძოლამ, დაიღუპა, ოფიციალური ინფორმაციით, სულ ცოტა, 128 ადამიანი, მათ შორის 94 მოიერიშე. ცნობით, რომელიც დღეს, ნაშუადღევს გავრცელდა, არ არის ნათელი, დემონსტრაცია ნალჩიკში ბრძოლის დროს მოკლული სამოქალაქო პირების ახლობლებმა მოაწყეს, ექტრემისტების ახლობლებმა, თუ ორივე ჯგუფმა. რუსეთის ფედერაციის კანონით, ტერორისტების ცხედრებს არ უბრუნებენ ოჯახებს დასასაფლავებლად.
XS
SM
MD
LG